არქივი3 დეკემბერი, 2024, 16:24
აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში საპოლიციო მოქმედებები დასრულდა

აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში საპოლიციო მოქმედებები დასრულდა. სამართალდამცავებმა დოდი ხარხელის საცხოვრებელი სახლიდან კონკრეტული ნივთები წაიღეს.
საპოლიციო ძალების წარმომადგემლებმა საცხოვრებელი კორპუსი უკვე დატოვეს.
ისინი ადგილზე შეკრებილებმა შეძახილებებით გააცილეს. მოქალაქეები სკანდირებდნენ: „მონებო“.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.