აფხაზეთში „ვარდნილჰესი 2“-ის იჯარით გაცემის შესახებ წინადადებები ე.წ. პარლამენტში შევიდა

აფხაზეთში „ვარდნილჰესი 2“-ის იჯარით გაცემის შესახებ წინადადებები ე.წ. პარლამენტში შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ „ტელეგრამის არხზე“ ვრცელდება.
აფხაზური ტელეგრამ არხის ცნობით, ბრძანების ხელმოწერიდან 8 თვის შემდეგ ე.წ. მთავრობამ ე.წ. პარლამენტს მიმართა.
„აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აფხაზეთის რესპუბლიკის „ელექტროენერგეტიკის კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აგზავნის სამთავრობო ხელშეკრულების პროექტს „ვარდნილჰესი 2“-ის იჯარით გაცემის შესახებ. სახალხო კრების - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიერ შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, ხელშეკრულება, აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტს წარედგინება, რის შემდეგაც ხელშეკრულება ამოქმედდება“, - ნათქვამია აფხაზურ ტელეგრამის არხზე გავრცელებულ მიმართვაში.
გუშინ გავრცელდა ცნობები, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის იჯარით მიღების სურვილი რუსეთსაც აქვს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.