აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ გამოცემა РИА-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “აფხაზეთი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს”

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ გამოცემა РИА-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს.”
მისი თქმით, ამჟამად სოხუმის აეროპორტს მხოლოდ რუსეთის ქალაქებში აქვს რეისები, რაც “პრიორიტეტულია.” თუმცა, არ გამორიცხავს სხვა “საერთაშორისო რეისების დაწყების შესაძლებლობას, როგორც კი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პირობები შეიქმნება.”
“ჩვენ ნამდვილად ამ სამუშაოზე ვართ კონცენტრირებულები,” – განაცხადა გუნბამ პასუხად კითხვაზე, გეგმავს თუ არა სოხუმის აეროპორტი უცხო ქვეყნებში რეისების დამატებას.
“სამწუხაროდ, რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებში ფრენების დაწყება ჯერჯერობით შეუძლებელია , რადგან საქართველო ამას ICAO-ს [საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია] მეშვეობით ბლოკავს,” – განაცხადა გუნბამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა