აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე, მხარეებმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე – სოციალურ კეთილდღეობაზე, მათი საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებასა და განსახლების საკითხებზე ისაუბრეს.
„აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა და შემდგომი რეაგირების მოხდენა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიზნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ.
ვცდილობთ თითოეული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციისას მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.
ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ