ატესტატების გაცემა დაიწყო

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის 125 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
„მიმართეთ იუსტიციის სახლს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად;
განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს პირველადი ატესტატი გაიცემა უფასოდ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
ატესტატის მიღება შეუძლია თავად სკოლადამთავრებულს, თუ მას აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, არასრულწლოვანი პირის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს;
მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია პორტალ − my.gov.ge -დან ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ