არქივი28 ივნისი 2025, 17:09
პარლამენტთან შიმშილობა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ვახო ფიცხელაურმა დაიწყო

პარლამენტთან შიმშილობა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ვახო ფიცხელაურმა დაიწყო. ამის შესახებ Facebook-ზე გიორგი ჟამერაშვილი წერს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტთან შიმშილობა 3-მა აქტივისტმა დაიწყო: ვასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ.
გუშინ, 27 ივნისს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა გამოაცხადა.
დღეს გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ უერთდება ელენე ხოშტარიას პროტესტს და მანაც დაიწყო შიმშილობა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.