ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ასუსტებენ თუ არა “ოცნებას”? კი. არის თუ არა ეს შიდა საქმეებში ჩარევა?” – რომან გოცირიძე

,, ასუსტებენ თუ არა “ოცნებას”? კი. არის თუ არა ეს შიდა საქმეებში ჩარევა?” – რომან გოცირიძე

ევროოპრიმისტების წევრი, რომან გოცირიძე:
,,საცოდავმა ქოცპროპაგანდამ მათი რომელიმე ერთი მესიჯი ერთ კვირაზე მეტი ვერ შეინარჩუნა და იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს. ბოლო ასეთი “მიმწოლი” და ჩამჭრელი კითხვაა, ერევა თუ არა ამერიკა და ევროკავშირი ჩენს შიდა საქმეებში, რადგან ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებენ, ასანქცირებენ ემუქრებიან და ა. შ.
ძალიან მარტივადაა საქმე: მთელ დემოკრატიულ სამყაროს უნდა “ქართული” ოცნების დამარცხება ამ არჩევნებში. ყველას უნდა, რომ გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ასხამს თუ არა წყალს ოპოზიის წისქვილზე ხელისუფლების კრიტიკა დასავლეთის მხრიდან? კი. შეგნებულად კეთდება? კი. ასუსტებენ თუ არა “ოცნებას”? კი. არის თუ არა ეს შიდა საქმეებში ჩარევა? არა.
საქართველო არის საერთაშირისო თანამეგობრობის წევრი, აქვს აღებული ბევრი ვალდებულება დემოკრატიის დაცვის კუთხით. ამის გამო ღებულობს დიდძალ, მათ შორის ფინანსურ დახმარებებს. თუ ხელისუფლება ღალატობს ხალხს და არღვევს შეთანხმებებს, ამაზე აუცილებლად მოხდება მკაცრი რეაგირება, მეგობარ სახელმწიფოთა რიგებიდან მოკვეთის ჩათვლით.
საქართველოს ხელისუფლებას არა ჰყავს მეგობრები, გარდა რუსეთისა. ლუკაშენკოც კი არ უდგას გვერდით, რადგან თავისი ვირეშმაკული ჭკუით, იმედი აქვს დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენის.
რაც უფრო მეტს იყვირებენ, რომ დასავლეთი ოპოზიციას უჭერს მხარს, მით უფრო ეხმარებიან ამომრჩევლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.