ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას – რომელ ქვეყანაში გინახავთ არჩევნებამდე ორი კვირით ასეთი უხეში, თავხედური ჩარევა საარჩევნო პროცესებში?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ანტიქართულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში „თავხედური ჩარევაა“.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამავე შინაარსის იყო რეზოლუცია, რომელსაც ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დაუჭირა მხარი, ახლა კი დოკუმენტი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მოამზადეს.
„ეს რეზოლუცია პირველი არ არის და ალბათ, არც ბოლო იქნება. ჩვენ ბევრი ასეთი უსამართლო რეზოლუციის პროექტი თუ რეზოლუცია გვინახავს. გახსოვთ, 2 წლის წინ, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე 1-2 კვირით ადრე მიიღეს ანალოგიური შინაარსის, უსამართლო, სამარცხვინო რეზოლუცია, სადაც ანალოგიური შინაარსის „მესიჯები“ იყო ჩადებული: დაასანქცირეთ ბატონი ივანიშვილი, გამოუშვით სააკაშვილი. კეზერაშვილი მოხსენიებული იყო მედია მენეჯერად და ა.შ.
ეს რეზოლუცია იყო ორი წლის წინ. ახლა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მხარდამჭერი, მფარველი ლობისტები ამზადებენ ანალოგიური შინაარსის, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ რეზოლუციას, რომელიც, რა თქმა უნდა, მორიგი დემონსტრირებაა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედური ჩარევის. მე ამას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ასეთი უხეში, თავხედური ჩარევა ხდება საარჩევნო პროცესებში, მანიპულაცია და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა ხალხზე, ამომრჩეველზე?“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს