ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, შრომის ბიულეტენი პასუხობს შეკითხვს: ეკუთვნის თუ არა დასაქმებულს დეკრეტული შვებულება თუ დასაქმების დაწყებიდან არ გასულა 11 თვე.
საქართველოს შრომის კანონმდებლობა ადგენს შრომითი ურთიერთობების შეჩერების სხვადასხვა საფუძვლებს (სშკ 46.1), მათ შორის, – ანაზღაურებადი შვებულება, ანაზღაურების გარეშე შვებულება, ორსულობისა და მშობიარობის შვებულება, ბავშვის მოვლის შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა (ავადობა), კვალიფიკაციის ამაღლება/პროფესიული გადამზადება და სხვა.
შრომითი ურთიერთობების შეჩერების არც ერთი საფუძველი მეორე საფუძველს არ ცვლის და არ ანაცვლებს. მათგან ზოგიერთი დეტალური რეგლამენტაციით მოცემულია შრომის კოდექსსა და კანონქვემდებარე აქტებში, ხოლო ზოგიერთის მოწესრიგების კონკრეტიზაცია დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე (შრომითი ხელშეკრულების ძალით).
დასაქმებულის მხრიდან წლიური ანაზღურებადი შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობისთვის კოდექსი ადგენს მუშაობის პირველი წლისთვის 11 თვის მუშაობის ფაქტის არსებობას. მეორე წლიდან, მოთხოვნა ნებისმიერ დროს შეიძლება.
დედის დეკრეტული (ორსულობისა და მშობიარობის) შვებულების მოთხოვნის უფლების წაროშობისთვის კი არ არის დადგენილი შრომის პერიოდი. ეს შვებულება დამოკიდებულია მხოლოდდამხოლოდ იმ ფაქტზე, დასაქმებული ქალი არის თუ არა ფეხმძიმედ და მოითხოვა თუ არა ამ კატეგორიის შვებულება. მეტიც, შესაძლოა დამსაქმებელმაა დაასაქმა 6 თვის ორსული ქალი. ეს არ ართმევს ორსულ ქალს დეკრეტული შვებულების მოთხოვნისა და სარგებლობის უფლებას.
11 თვის საკითხი დეკრეტულ შვებულებას არ მიემართება.
მოგვწერეთ, გვკითხეთ
[email protected]
[email protected]
[email protected]

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო