ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით შრომის ბიულეტენი პასუხობს შეკითხვაზე: აქვს თუ არა უფლება დამსაქმებელს დაქვითოს ანაზღაურება თუ შრომა არ არის მოცდენილი დასაქმებულის ბრალეულობით?
საქართველოს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად,
· თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა.
· დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს შემდეგი განმარტება: თუ დასაქმებულის ბრალეულობა არ არსებობს, მას უნდა მიეცეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურება ყოველთვიურად დადგენილ დროს. ანაზღაურების გაცემის დრო და ანაზღაურების ოდენობა კი შრომის კოდექსის იმპერატიული დანაწესებისა და დაცვის საგანია (14.1.“ვ“, 41(2), 41(3), 41(4) და სხვა).
საქართველოში დამდგარი მძიმე პერიოდის გათვალისწინებით, ზოგიერთმა დაწესებულებამ/ორგანიზაციამ/უნივერსიტეტმა/სკოლამ/ბიზნესმა გამოაცხადა შრომის პროცესის შეჩერება. იყო შემთხვევები, როცა თავად დამსაქმებლებმა (ადმინისტრაციამ/მენეჯმენტმა) აცნობეს დასაქმებულებს შრომის პროცესის შეჩერების თაობაზე. ლეგიტიმურად გაჩნდა შეკითხვა: შეჩერებულ პერიოდში სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დამსაქმებელს შეუძლია თუ არა დაუქვითოს ანაზღაურება დასაქმებულს და გადაუხადოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა აღსდგება შრომის პროცესი და შესრულდება ვალდებულება? დამსაქმებელს არ აქვს უფლება (თუნდაც თავისი არაბრალეული ქმედების შედეგად), შრომის პროცესის შეჩერებისთვის, სუსტი მხარის საზიანოდ განმარტოს შრომის კანონდებლობა, გამოიყენოს შეჩერება დასაქმებულის მდგომარეობის გაუარესებისთვის და გადაუვადოს ან არ გასცეს ანაზღაურება.
ამ საკითხის გააზრება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შრომის კანონმდებლობის სწორი გამოყენებისა და სუსტი მხარის/დასაქმებულის საზიანოდ დამსაქმებლის ძალაუფლების პრევენციისთვის, არამედ, იმ პოლიტიკის მდგრადობისა და ერთგულებისთვის, რომელსაც ვუწოდებთ ევროპასთან ინტეგრაციას.
მოგვწერეთ, გვკითხეთ
[email protected]
[email protected]
[email protected]

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა