“ასე გვიან ვერ მოვალ” – ნიკა გვარამია წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო სხდომაზე დაიბარეს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო სხდომაზე დაიბარეს. ინფორმაციას თავად გვარამია ავრცელებს.
“მე მარტო დილის 7 საათზე მცალია. ასე გვიან ვერ მოვალ.
ბატონო ნიკა,
ვინაიდან ტელეფონს მითიშავთ, გაცნობებთ, რომ პარლამენტის კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 8 აპრილს, 10.00 საათზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პატივისცემით,
საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი
ნინო ჭიპაშვილი”, – წერს ნიკა გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!