ასე გააპანღურეს ფრანგმა მომიტინგეებმა კორუმპირებული ევროპარლამენტარი – ლევან ნიკოლეიშვილი
ასე გააპანღურეს ფრანგმა მომიტინგეებმა კორუმპირებული ევროპარლამენტარი – ლევან ნიკოლეიშვილი
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, სადაც ფრანგმა მომიტინგეებმა ევროპარლამენტარ, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრს, რაფაელ გლუკსმანს პროტესტის ფონზე დაატოვებინეს ტერიტორია.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ასე გააპანღურეს ფრანგმა მომიტინგეებმა კორუმპირებული ევროპარლამენტარი, სააკაშვილის ძმადნაფიცი გლუკსმანი.
“ასე გააპანღურეს ფრანგმა მომიტინგეებმა კორუმპირებული ევროპარლამენტარი, სააკაშვილის ძმადნაფიცი გლუკსმანი. ჯერ სად ხართ – მალე თქვენი თავების დაყრა დაიწყება საქართველოს მტრებო!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
Previous: “ნაცმოძრაობის” სამარცხვინო და ანგარებიან ლობისტს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანს მისივე ფლანგის ულტრამემარცხენეები დაუპირისპირდნენ, რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას თავდასხმის გამო
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.