ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლეიშვილი: ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და … რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში… ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!

ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და … რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში… ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?! – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ვიდეოს გუშინდელი აქციიდან, სადაც აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან წითელი კვერცხების მირტყმის დროს ტექსტს „სად მიდიხარ – ევროპაში“ ამბობენ.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სიხარულით ეგებება ქრისტიანული სამყარო! ქრისტე აღსდგა! – ულოცავენ მართლმადიდებლები ერთმანეთს! ჭეშმარიტად აღსდგა! – ისმის პასუხად. ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და … რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში… ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?! არც დედასგან, არც მამისგან, არც ბებია-ბაბუას არ უსწავლებიათ არაფერი და არც შენ გაგიგია არავისგან? თუ არ გინდა ისწავლო?! დავიჯერო სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა ეს ხალხი?!“ – წერს ნიკოლეიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.