ასახელებენ ბიზნესმენს, რომელმაც რამდენიმე მღვდელმთავარს მეუფე შიოსთვის ხმა სთხოვა – მეუფე ზენონი

მეუფე ზენონის თქმით, ასახელებნ ბიზნესმენს, რომელმაც რამდენიმე მღვდელმთავარს მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვა.

როგორც სასულიერო პირმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა, მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა და თუ ვინ იყო ეს ბიზნესმენი მან თქვას, ვისთანაც მივიდა.

თუ ბოლომდე მივყვებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასახელებენ ადამიანს, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმას. მე არ ვიტყვი [ვინ], დაე, მათ თქვან, ვისთანაც მივიდა. მე გეუბნებით ფაქტს, ერთ-ერთ შემადგენელს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა…

ჟურნალისტის კითხვაზე იყო თუ არა ეს ლევან ვასაძე, მეუფე პასუხობს, რომ არა.

წამყვანის კითხვაზე, “ბატონ ვანო ჩხარტიშვილზე საუბრობთ?”, მეუფე ზენონი შემდეგნაირად პასუხობს:

“ვისზეც არის საუბარი გამოჩნდება, მაგრამ მე დაბეჯითებით ვამბობ წყაროზე დაყრდნობით, ვიცით, ჩვენ მღვდელმთავრებმა, რომ ასეთი რაღაცები მოხდა, მარტო მე არ ვიცი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას