არქივი14 თებერვალი, 2024, 10:07
ასაფეთქებელზე შეტყობინების გამო ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისი უკან მოაბრუნეს
დღეს, 14 თებერვალს, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონის რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.