“არ ჩავერევი პოლიტიკაში, ვიქნები “მორალური” – რა დოკუმენტზე ხელმოწერის დაკანონებს გეგმავს უცხოელებისთვის კრემლი?

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც აიძულებს უცხოელებს ხელი მოაწერონ “ლოიალურობის შეთანხმებას”, რომელიც კრძალავს ოფიციალური პოლიტიკის კრიტიკას, საბჭოთა სამხედრო ისტორიის დისკრედიტაციას ან “ტრადიციული” ოჯახური ღირებულებების დარღვევას.
კანონპროექტის თანახმად, რუსეთში შესულ უცხოელს აეკრძალება “ჩაერიოს რუსეთის საჯარო ხელისუფლების საქმიანობაში, ნებისმიერი ფორმით რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო სახელმწიფო პოლიტიკის, საჯარო ხელისუფლებისა და მათი თანამდებობის პირების დისკრედიტაცია”, – წერს კრემლის მედია Tass.
შეთანხმება ასევე მოიცავს პუნქტებს მორალის, ოჯახის, “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის” და ისტორიის შესახებ. ამასთან, უცხოელებს ეკრძალებათ “ისტორიული სიმართლის დამახინჯება საბჭოთა ხალხის ბედის შესახებ სამშობლოს დაცვაში და მისი წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში”.
უცნობია, გავრცელდება თუ არა უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, ან რა სასჯელი იქნება გათვალისწინებული მისი დარღვევისთვის.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა შემოიღო მთელი რიგი მკაცრი კანონები, რომლებიც კრძალავს სამხედროების დისკრედიტაციას. კანონის საფუძველზე, სასამართლოებმა ოპოზიციის აქტივისტების ნაწილს მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ