პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“არ შევეგუებით NATO-ს საკუთრებად გადაკეთდეს ჩვენი კონტინენტის რეგიონები” – ლავროვი

“არ შევეგუებით NATO-ს საკუთრებად გადაკეთდეს ჩვენი კონტინენტის რეგიონები” – ლავროვი

“ჩინეთის შეკავება, რუსეთის იზოლაცია და კონფრონტაცია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასთან” – როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, ეს NATO-ს პოლიტიკაა.
“NATO არც ევრაზიის სხვა რეგიონებს აკლებს ყურადღებას: ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია, სამხრეთ აზია. ამასთან, ამ სუბრეგიონებთან მუშაობენ ინდივიდუალურად და არა საერთოევრაზიული ინტერესების კონტექსტში. ყველა მათგანში ცდილობენ ფეხი მოიკიდონ და გავლენას ახდენენ პროცესებზე, ეს გავლენა დიდწილად უკიდურესად ნეგატიურია ალიანსის აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით. დაისმის საპასუხო კითხვა, თუ საერთო ტენდენცია ასეთია, გვინდა კი რომ მთელი ჩვენი უზარმაზარი და მშვენიერი კონტინენტი NATO-ს საკუთრებად გადაკეთდეს. ამას ვერ დავთანხმდებით”, – თქვა სერგეი ლავროვმა მინსკში გამართულ ევრაზიული უსაფრთხოების კონფერენციაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.