“არ მინდა, ჩემი პრეზიდენტი იყოთ, ყველა ჩემს თანატოლს თქვენი ეშინია” – ახალგაზრდა რუსი მსახიობის სკანდალური მიმართვა პუტინს და რამდენიმე საათში შეცვლილი პოზიცია

  • “მე არ მინ­და, რომ ჩემი პრე­ზი­დენ­ტი იყოთ. არ ვიც­ნობ არ­ცერთ ჩემს თა­ნა­ტოლს, ვი­საც თქვე­ნი არ ეში­ნია და ვი­საც სურს, რომ პრე­ზი­დენ­ტი იყოთ“, – აცხა­დებს იარ­მუშ­ჩი­კი ვი­დე­ო­ში.

მსა­ხი­ობ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის გარ­შე­მო მყო­ფი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან პუ­ტინს მხარს მხო­ლოდ მომ­ღე­რა­ლი “შა­მა­ნი” უჭერს. მან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის­კენ მო­უ­წო­და და დას­ძი­ნა: “არ მინ­და თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა, არ მინ­და ВКонтакте-თ სარ­გებ­ლო­ბა. მე Instagram-ი მინ­და!“

მოგ­ვი­ა­ნე­ბით იარ­მუშ­ჩიკ­მა გან­მარ­ტა, რომ აქამ­დე პრე­ზი­დენტზე ლა­პა­რაკს ში­ში­სა და თვით­ცენ­ზუ­რის გამო ერი­დე­ბო­და – სა­მე­გობ­რო­ში გვარ “პუ­ტი­ნის“ ხსე­ნე­ბა­ზეც კი ყვე­ლა გა­ჩუ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. “ჩემს თავ­ში იყო გან­ცდა, რომ პუ­ტინ­ზე სა­ერ­თოდ არაფ­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ეს სა­ში­ში იყო“. თუმ­ცა, ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ მხო­ლოდ ერთ რა­მეს ნა­ნობს – რა­ტომ არ გა­ა­კე­თა ეს უფრო ადრე.

მე­დია “Осторожно, новости“-სთან სა­უბ­რი­სას ალექ­სე­იმ გა­ნა­ცხა­და: “ვი­დე­ო­ში ჩემი იმ მო­მენ­ტის პო­ზი­ცია გა­მოვ­ხა­ტე. წი­ნას­წარ არ მოვმზა­დე­ბულ­ვარ, ვთქვი ის, რაც შიგ­ნი­დან მო­დი­ო­და. მთავ­რო­ბის­თვი­საც ხომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკუ­კავ­ში­რი?! ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი ყვე­ლა­ნი შიშ­ში არი­ან. მე ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც პუ­ტი­ნის გვარს ხმა­მაღ­ლა ამ­ბობს. ჰოდა, ახლა ამ ში­შებ­თან გამ­კლა­ვე­ბას ვცდი­ლობ.“

რო­გორც ირ­კვე­ვა, პრო­ტეს­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი ახა­ლი მას­შტა­ბუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შიში და სა­ზღვრე­ბის შე­საძ­ლო ჩა­კეტ­ვა გახ­და: “ჩემ­თვის, რო­გორც ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის­თვის, ეს შფოთვის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი წყა­როა – რომ სა­ზღვრებს ჩა­კე­ტა­ვენ და ვე­ღარ გა­ვალ“.

“ფე­ხე­ბი მი­კან­კა­ლებ­და“: ოჯა­ხის რე­აქ­ცია

ვი­დე­ოს ჩა­წე­რის ღა­მეს მსა­ხი­ობს ში­შის­გან არ და­უ­ძი­ნია. “დი­ლას ქვე­მოთ ჩა­ვე­დი, დე­და­ჩემ­მა რა­ღაც თქვა და მივ­ხვდი, რომ ვი­დეო უკვე ნახა. იმ მო­მენ­ტში ფე­ხე­ბი მი­კან­კა­ლებ­და. ვფიქ­რობ­დი, ვა­ი­თუ 3 ათა­სი ნახ­ვა აქვს და ჩუ­მად ცი­ხე­ში ჩამ­სვა­მენ-მეთ­ქი. დე­დამ კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მი­კი­თხა – ძი­რი­თა­დი საყ­ვე­დუ­რი ის იყო, რომ მსა­ხი­ო­ბი ვარ, პო­ლი­ტი­კა­ში არ უნდა ჩა­ვე­რიო და არ ვარ იმ ასაკ­ში, პუ­ტინს რჩე­ვე­ბი ვაძ­ლიო.“

პო­ზი­ცი­ის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში

თუმ­ცა, მა­მა­ცუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. პირ­ვე­ლი ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იარ­მუშ­ჩიკ­მა ახა­ლი რგო­ლი ჩა­წე­რა, სა­დაც სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. ამას­თან, მან სი­ხა­რუ­ლი ვერ და­მა­ლა იმის გამო, რომ სკან­და­ლუ­რი მი­მარ­თვის შემ­დეგ გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და:

“მე უბ­რა­ლოდ გაღ­მერ­თებთ! უკვე მთავ­რო­ბაც მიყ­ვარს და ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძე­საც პა­ტივს ვცემ – მარ­თლაც არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ასე უჭე­რენ მხარს“, – გა­ნა­ცხა­და მან და დას­ძი­ნა, რომ მას “უბ­რა­ლოდ სა­უ­ბა­რი სჭირ­დე­ბო­და“.

მსა­ხი­ო­ბის ასეთ­მა სწრაფ­მა გარ­და­სახ­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ირო­ნი­ის ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია:

“რა სწრა­ფად შე­იც­ვა­ლე პო­ზი­ცია“, “ასე­თი რა მოხ­და, რომ უცებ შე­გიყ­ვარ­და შენი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პუ­ტი­ნი?“, “ალ­ბათ პი­რა­დად ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძემ და­უ­რე­კა“ – წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებ­ში გა­ო­ცე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ვინ არის ალექ­სეი იარ­მუშ­ჩი­კი?

2023 წელს კონ­სტან­ტი­ნე რა­ი­კი­ნის სცე­ნუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის უმაღ­ლე­სი სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ალექ­სეი სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ მოს­კო­ვის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა, 2026 წლის ივ­ნის­ში თე­ატ­რი დიდი სკან­და­ლით და­ტო­ვა – მან სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მსა­ხი­ო­ბებს მი­ზე­რულ ხელ­ფასს (37 ათას რუბლს) უხ­დიდ­ნენ, ეპყრო­ბოდ­ნენ რო­გორც “სა­კუთ­რე­ბას“, რე­გუ­ლა­რუ­ლად ლა­ხავ­დნენ მათ ღირ­სე­ბას და კვე­ბის პი­რო­ბე­ბიც კი გა­უ­საძ­ლი­სი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო