ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არ ვარ დარწმუნებული, რომ გამოყენებული ზომები რელევანტურია და ადეკვატურია იმისა, რაც მოხდა - მიხეილ დაუშვილი კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების საქმეზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების საქმე შეაფასა და აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, დაკავებულების მიმართ გამოყენებული ზომები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის რელევანტურია თუ არა.
მისი თქმით, არავის ქონების დაზიანება მისასალმებელი არ არის, თუმცა დაკავებულების მიმართ გამოყენებული სანქციების რელევანტურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
"ზოგადად, არავის ქონების დაზიანება მისასალმებელი არ არის და ვერც იქნება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, გამოყენებული სანქციის ადეკვატურობა რამდენად სწორია, ამას მე დიდი კითხვის ნიშანს დავუსვამდი. არ ვარ დარწმუნებული, რომ გამოყენებული ზომები რელევანტურია და ადეკვატურია იმისა რაც მოხდა", - განაცხადა დაუშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.