სასჯელის მოხდა ოროთახიან ლუქსში კი არ მიესაჯა | “ხალხის ძალა” მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს

გადაიყვანენ თუ არა მესამე პრეზიდენტს “ვივამედიდან” ციხეში – “ხალხის ძალა” ითხოვს, რომ თუ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა იქნება, მესამე პრეზიდენტმა სასჯელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადოს. გურამ მაჭარაშვილი ბოდიშის მოხდას სთხოვს იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც განცხადებებს აკეთებდნენ ს მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“მთელი ცხოვრება დაბურული მინებით დადიოდა ავტომობილით და დაბურული მინები შესაბამის დაწესებულებაში, რომელიც სხვათაშოირს არ არის ციხე და საპყრობილე, ხაზს ვუსვამ და ყველამ, მათ შორის ოპოზიციონერებმაც კი დასვეს უკვე კითხვის ნიშნები, ასე კარგად თუ გამოიყურება და ძალიან ბრძნულ აზრებზეა უკვე და დემენცია აღარ ჰქონია და განიკურნა თურმე საქართველოს ჰაერით, შესაძლებელი ყოფილა, მაშინ, დაბრუნდეს და მოიხადოს სასჯელი. მას სასჯელის მოხდა სასამართლომ ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ, შესაბამის საპყრობილეში”, – ამბობს მაჭარაშვილი.
“ქართული ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ არაა უფლებამოსილი ისაუბროს იქნება თუ არა ის სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი. იხილეთ:
· “მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო” | ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა “ვივა მედისა” და მიხეილ სააკაშვილის შესახებ