“არ გაჩერდეთ, იბრძოლეთ! არ დაზოგოთ არავინ! ხომ ჩამოგიქციეს სამყარო, ააოხრეთ თქვენც!”

“არ გაჩერდეთ, იბრძოლეთ!
არ დაზოგოთ არავინ! ხომ ჩამოგიქციეს სამყარო, ააოხრეთ თქვენც! არ შეგეშინდეთ არც ერთი წამით! მკვლელის ადგილი არის ციხეში!
დასქრინეთ მუქარის შემცველი ყველა მესიჯი თუ კომენტარი. მთელმა საქართველომ ნახა ჩვენს წინააღმდეგ როგორ იბრძვიან მკვლელების ოჯახები და ამის ფონზე, დღეს გიორგი რიკაძის ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, ჩვენ სამძიმარი გამოვუცხადეთ დაზარალებულს და ის კი მთელ საქართველოს აწყევლინებს ჩვენს თავსო.
გიგა ავალიანის დედიკოს თანადგომა ლუკა ჩხიკვიშვილის დედიკოს!” – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. ეკა კუპატაძემ სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დედასა და ოჯახს, რომლებსაც, ოჯახის განცხადებით, შვილის გარდაცვალებაში დამნაშავე პირები ემუქრებიან და აშანტაჟებენ.
🔻 9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. ოპერაცია მას მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა. კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც მთავარს -ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ჩხიკვიშვილის დედამ 16 ივნისს დაწერა, რომ სოციალურ ქსელში მას ემუქრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად