პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ნინო კეპულაძემ ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ 20 000-ლარიანი გირაო შესთავაზეს, დამატებით ღონისძიებებთნ ერთად, რაც გულისხმობს - პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებასა და პასპორტის ჩამორთმევას.
მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა.
ნინო დათაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნინო დათაშვილი მანდატურს ძალის გამოყენებით გაყავს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.
ნინო დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
ის 20 ივნისს დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.