არქივი19 დეკემბერი, 2023, 21:08
,, არც სამძიმარი, არც არაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ თვალში შეგეჩხირათ მისი სიმართლე” – ანა დოლიძე ,,ოცნებას”
პოლიტიკოსი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ფიროსმანის არ იყოს, ოთარ იოსელიანს არაფერი დააკლდება თქვენი ზიზილ-პიპილოების გარეშე, ის უკვე დიდია და აი, თქვენ რა გეშველებათ, რა ქართულ გენს და სულს ზრდით ამ გენიოსის ფასი რომ არ იცით? ქართული ოცნება / Georgian Dream არც სამძიმარი, არც არაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ თვალში შეგეჩხირათ მისი სიმართლე. დოქსოპულოების გენი გინდათ გამოზარდოთ თქვენ. მთავარი რუსული იმპერიალიზმი ზუსტად ესაა.”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.