თეა წულუკიანი: ეს ხდებოდა “მაშვინ”, როცა ჩვენი ბაბუები ფრონტზე ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი:
ცნობილი და საინტერესო ფრანგი მწერალია ემანუელ კარერი.
მისი ბაბუა, გიორგი ზურაბიშვილი და პრეზიდენტყოფილი სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი, ძმები იყვნენ.
2007 წელს, ემანუელ კარერმა გამოსცა წიგნი “რუსული რომანი” (გამომცემლობა პ.ო.ლ.), რომელშიც ოჯახის საიდუმლოს ფარდა ახადა: მისი ზემოხსენებული ბაბუა, გიორგი ზურაბიშვილი, გერმანელ ოკუპანტთან თანამშრომლობდა და საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ დახვრიტეს. თმა ვერ გადახოტრეს, როგორც ეს მოღალატე ფრანგ ქალებს გაუკეთეს. ალბათ, არ ჰქონდა.
ეს ხდებოდა “მაშვინ”, როცა ჩვენი ბაბუები ფრონტზე ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
თავად კარერის დედა ანუ “ვენეცუელა სალომეს” ღვიძლი კუზინა დიდი ფრანგი მეცნიერი და აკადემიკოსი იყო საფრანგეთში, რუსულისა და რუსეთის მკვლევარი, რომელიც ქმრის გვარს ამჯობინებდა საკუთარი მამის გვარს. მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია უხერხულობასთან დაკავშირებით. ცხოვრებაც რუსეთს მიუძღვნა…
ეს ისე, როცა ზოგიერთი სალომე და მისი ძამიკო ოთარა, ქართული ისევ რომ არ იცის ამ სიბერეში, პატრიოტიზმზე და ფასეულობების ერთგულებაზე დაგველაპარაკებიან.😊😊😊
მოღალატე მოღალატეა და ვერ გამოსწორდება. ჩვენ მიერ დიდსულოვნად მიცემული შანსი, როგორც წყალობა, ფაქტია, რომ გალაყდა.
იდექით მტკიცედ ყველა, ვისაც გწამთ, რომ საქართველომ ასკინკილით არ უნდა იაროს!
პს. კი, პრობლემები არის საქარველოში, ისევე როგორც სხვა, ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ მათი გადაჭრის გზებს გესტაპოს ყოფილი თანამშრომლები ვერ გვასწავლიან. ჩვენვე უნდა მივხედოთ იმას, რაც მისახედია.
ეს ჩემი პირადი გვერდია და ნეოფაშისტების აზრის გამოსათქმელი ადგილი აქ ვერ იქნება.
ფოტოზე: ფაშისტებთან თანამშრომლობისთვის ფრანგების მიერ დახვრეტილი გიორგი ზურაბიშვილის შთამომავალი ოთარ ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე ქართველებს მაღალ მატერიებზე ჭკუას გვარიგებს. ახია!

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო