ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩილ გამზარდია: ე.წ. კომპენსაციებიც რომ ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება, რატომ გვაწერს სახელმწიფო და გვაყაჩაღებს მუდამ?

"რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებაში რამდენი მილიონია გადახდილი ბიუჯეტიდან ანუ თითოეულ ჩვენგანის ჯიბიდან, აინტერესებს ვინმეს?
ან ე.წ. კომპენსაციებიც რომ ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება, რატომ გვაწერს სახელმწიფო და გვაყაჩაღებს მუდამ?" -  წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია.
ცნობისათვის, საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც მთავრობის სხდომაზე შენობის დემონტაჟისა და ახალი კლინიკის მშენებლობის საკითხზე განკარგულება მიიღეს.
შეხვედრის შემდეგ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა კლინიკის თანამშრომელთა უმეტეს ნაწილთან გაიმართა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.