ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.
"ეს არის აბსოლუტური გამარჯვება, რომელიც მაბედნიერებს". – ამბობს ვუჩიჩი.
ამ დროისთვის დათვლილია ხმების 80% და ვუჩიჩის სერბულ პროგრესულ პარტიას (SNS) ხმების 46% აქვს მოპოვებული.
მთავარი ოპოზიციური ძალა სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ხმების 23% აქვს აღებული, ამბობს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მნიშვნელოვნად გააყალბა.
ვუჩიჩმა SNS-ის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა. პოსტი სერბეთის იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა დაიკავა.
1 ნოემბერს ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. წინა არჩევნები სერბეთში 2022 წელს ჩატარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.