არჩევნები მხოლოდ მაშინ ჩატარდება, როცა უკრაინა ომს მოიგებს – უკრაინის რადა

უკრაინაში არჩევნები ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება.
რადაში შეთანხმებას მიაღწიეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ოპოზიციურმა პარტიებმა, ზელენსკის გუნდთან ერთად მემორანდუმი გააფორმეს.
ჟან მონეს დიალოგის ფორმატით წარმართული მოლაპარაკებების შედეგი ასეთია, მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყნიდან ჯარებს გაიყვანს და საომარი მდგომარეობა მთელ უკრაინაში დასრულდება.
დოკუმენტს ზელენკის გუნდიდან ხელს დავით არახამია აწერს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ