არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იკითხება

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ამჯერად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იკითხება.
როგორც სასამართლოში შესვლამდე ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, ინტერნეტი სავსეა მტკიცებულებებით, თუ როგორ მოიპარეს და თუ ვინმეს მართლა აინტერესებს გამოძიება, ამის პრობლემა არ არის.
„ნუ, რასაც აკეთებენ ცალსახად არის, რომ ერთი რომ მე მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ. გავა დრო და ალბათ ფიქრობენ, რომ ამით ვიღაცებს შეაშინებენ, სხვებს ალბათ. მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა არჩევნებზე და როგორ მოიპარეს არჩევანი, სავსეა ინტერნეტი. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს გამოძიება, მაგის გამოძიება პრობლემა არ არის. არც ამ მტკიცებულებების მიკვლევაა პრობლემა. მათ შორის, არა ერთი ანგარიში დაიწერა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე. დანარჩენს ვნახავთ. რასაც მკითხავენ, რომ გამოვალ მოგიყვებით,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება