არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი – ჩვენ რომელიმე შენობა კი არ გვინდა, ჩვენ მთლიანად საქართველო გვინდა, ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ ვალდებული ვართ, არ დავუთმოთ მტერს

ჩვენ რომელიმე შენობა კი არ გვინდა, ჩვენ მთლიანად საქართველო გვინდა, ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ ვალდებული ვართ, არ დავუთმოთ მტერს, – ასე მიმართა სცენიდან არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.
მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიონ.
„ჩვენთან არს ღმერთი. ვაჟკაცობა არ დათმობაშია, ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტიანობა ვაჟკაცობა არდათმობაშია, ჩვენ არ დავუთმობთ საქართველოს, საქართველო ჩვენია, ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ რომელიმე შენობები კი არ გვინდა, ჩვენ მთლიანად საქართველო გვინდა, ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ ვალდებული ვართ, არ დავუთმოთ მტერს, რომელმაც წაგვართვა ის და ვიდგეთ ბოლომდე, ვიდგეთ საქართველოს სადარაჯოზე! არცერთი ნაბიჯი უკან! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ – მიმართა დოროთე ყურაშვილმა მოქალაქეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია