ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჩვენ შეტევაზე არ უნდა გადავიდეთ… დღეს აქედან არ უნდა წავიდეთ” – არქიმანდრიტი

“ჩვენ შეტევაზე არ უნდა გადავიდეთ… დღეს აქედან არ უნდა წავიდეთ” – არქიმანდრიტი

არქიმანდრიტი, დოროთე ყურაშვილი, რომელიც ამ წუთებშიც, რუსთაველზე, აქციაზე იმყოფება, ამბობს:
ჩვენ არც ერთი შენობა არ გვინდა, ჩვენ მთელი საქართველო გვინდა. ჩვენ შეტევაზე არ უნდა გადავიდეთ, თუ ისინი გადმოვლენ შეტევაზე, თავი უნდა დავიცვათ. ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს აქედან არ უნდა წავიდეთ და უნდა ვაჩვენოთ სამყაროს, რომ საქართველო წაგვართვეს და ისინი უნდა დაგვეხმარნონ აი, ამ ბოროტების მოშორებაში. ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, მათთვის ხელისუფლება ხალხს არ მიუცია, რაღაც დამთვლელი აპარატებით მოიგეს და არა ხალხის ხმით. გასაჯაროვდება რა სიბოროტეები აქვთ ჩადენილი. ყველანი მოხვდებიან კანონიერად ციხეში, ეს იქნება მათი ბოლო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.