არქიმანდრიტის მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს

არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს.
პეტიციის მიხედვით, ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მამა დოროთეს რუსულ რეჟიმთან დაპირისპირების გამო უსამართლოდ დევნიან.
ხელმომწერები მოითხოვენ პასუხი გაეცეს განხორციელებულ ცილისწამებას და შეწყდეს მისი უსამართლო დევნა.
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს, რათა გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა და პატივისცემა არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მიმართ. მიგვაჩნია, რომ მას უსამართლოდ დევნიან რუსულ რეჟიმთან დაპირისპირების გამო. ჩვენი მოთხოვნაა, პასუხი გაეცეს არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მიმართ განხორციელებულ ცილისწამებას და შეწყდეს მისი უსამართლო დევნა,” – ნათქვამია პეტიციაში.
ამ დროისთვის, პეტიციას ხელს 3 000-ზე მეტი ადამიანი აწერს.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კომისიაზე ისევ დაიბარეს. მამა დოროთეს ბრალდებების 4-გვერდიანი დოკუმენტი გამოუგზავნეს, სადაც არაფერი წერია, გარდა სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატებისა, თუმცა მამა დოროთე ყურაშვილი ვერ იგებს, ამ განცხადებებში რა არის საზიანო.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არც ამჯერად აპირებს კომისიაზე გამოცხადებას, თუ ის ღია და გამჭვირვალე არ იქნება. სასულიერო პირი ითხოვს შენობაში შეუშვან თავისუფალი მედიის წარმომადგენლებიც და საჯარო განხილვა მოეწყოს.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის მიმართვის მიუხედავად, ეპარქიული კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა