მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
უწყვეტი პროტესტის 336-ე დღესაც აქციის მონაწილეები უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას "საზმაუს მარში" შემოუერთდა, რომლებიც მანამდე ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად რუსთაველის ძეგლთან აქციას მართავდნენ.
"გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია"; "ცეცხლი ოლიგარქიას"; "ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.