პრემიერლიგის მოგებასთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე, სიტყვით „არსენალის“ მწვრთნელი მიკელ არტეტა გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს დაამარცხებენ:
„შაბათს ჩვენ ევროპის ჩემპიონები გავხდებით!“
მომავალი მატჩის შესახებ კომენტარი ლონდონური გუნდის მწვრთნელმა ვილიამ სალიბამ გააკეთა:
„გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენი“ სახიფათო იყო, წელსაც მეტოქეებს შიშის ზარს სცემს. ამიტომ არაფერი არ შეიცვალა. ვიცით, თუ გამარჯვება გვინდა, 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. მათ გასაოცარი თავდასხმა ჰყავთ. ბევრ პარიზელ ფეხბურთელს საფრანგეთის ნაკრებიდან ვიცნობ, გასულ სეზონში პსჟ-სთანაც ვითამაშე.
მოსაგებად საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, რადგან მეტოქე ძალიან, ძალიან კარგი გუნდია. ახლა ჩვენი დაცვა საუცხოოა და იმედია, ამ ბრძოლას მოვიგებთ“, – ციტირებს სალიბას „დეილი მეილი“.
უეფას საიტთან ინტერვიუში მომავალ ფინალზე პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა: „ტიტულის დაცვა მართლაც რთულია. ბევრი მატჩი გვქონდა, სადაც ბოლომდე ბრძოლა მოგვიწია და რამდენიმე ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს ვძლიეთ. რა თქმა უნდა, ეს რთულია, თუმცა ბევი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს, ისეთები, რომელთაც ყველაფერი შეუძლიათ. უბრალოდ საჭიროა საკუთარი თავის გვჯეროდეს და თასის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთოთ“.