არსებული ინფორმაციით, ნაცემია სოფო ჯაფარიძეც, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ კლინიკასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლალი ჯანაშიამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სოფო ჯაფარიძეს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“საშინელი ტკივილები აქვს, გამეტებით ურტყამდნენ, ახერხებდა, რომ სახე და თავი დაეფარა. გამოკვლევები ჩაუტარდება, რომ ნეკნების მოტეხილობა აქვს თუ არა, დადგინდეს”, -აცხადებს ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ