არსებული ინფორმაციით, გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ოთხივე პირი ბელარუსის მოქალაქეა

გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელორუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ნაწილის უახლოეს კლინიკაში ტრანსპორტირება მიმდინარეობს.

ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილთა შორის ბავშვები არ არიან.

“გომის მთაზე ავარიას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გვითხრეს, მძღოლმა მოსახვევში მიკროავტობუსი ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა, მანქანაში იყო 2 ბავშვიც, მადლობა უფალს, გადარჩნენ. მგზავრები ბელორუსი ტურისტები არიან”, – აცხადებს ადგილობრივი.

არსებული ცნობებით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები იმყოფებიან. შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!