ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არმაზ ახვლედიანი - როგორც გავიგეთ, პარლამენტის ცალკეული სივრცეები დასალაგებელია - უნდა გითხრათ, რომ ის, რაც პარლამენტში ხდება, დალაგებას აღარ ექვემდებარება!

როგორც გავიგეთ, პარლამენტის ცალკეული სივრცეები დასალაგებელია - უნდა გითხრათ, რომ ის, რაც პარლამენტში ხდება, დალაგებას აღარ ექვემდებარება! - ეს განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.
ახვლედიანის შეფასებით, “რა ხანია პარლამენტის დერეფნებში “ქართული ოცნების“ პოლიტიკის სახით პუტინიზმის აჩრდილი დაიარება“.
„ამას დალაგება აღარ შველის - ამას გადალაგება უნდა! ამ ნაგავს გატანა უნდა! ჩვენ - ქართველი ხალხი და პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ამ შემოდგომაზე ამას მოვახერხებთ. საქართველოში ბიძინიზმი დასრულდება“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.