ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არმაზ ახვლედიანი - ივანიშვილმა საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება გადაწყვიტა - ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ საბოლოოდ თავისი ვერ გაიტანოს

ივანიშვილმა საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება გადაწყვიტა - ახლა როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, იმისთვის, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ ვერ გაიტანოს საბოლოოდ თავისი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სწორ, ეროვნულ, ევროპულ სავალ გზაზე დაბრუნება ჩვენი მტკიცე და დაუღალავი ერთობით არის შესაძლებელი.
"ივანიშვილმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება. ყველა, ვინც ახლა გამოვა საპროტესტო აქციაზე, ყველა, ვინც შეუერთდება აქციას, იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო იხსნას ამ წუმპისგან, იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანაში დააბრუნოს კონსტიტუციური წესრიგი, იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული მომავალი. ამიტომაც ახლა როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, იმისთვის, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ ვერ გაიტანოს საბოლოოდ თავისი. ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოს დაბრუნება სწორ, ეროვნულ, ევროპულ სავალ გზაზე. ეს შესაძლებელია ჩვენი მტკიცე და დაუღალავი ერთობით", - გამაცხადა ახვლედიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.