არქივი8 მარტი, 2025, 15:24
არგენტინაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

არგენტინაში, ქალაქ ბაია ბლანკაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.
ქალაქში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. წყალდიდობის გამო საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ხელისუფლების ცნობით, დანგრეულია ხიდები და გზები. მათი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლი გაიზარდოს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.