არქივი11 მაისი, 2024, 07:50
"არა რუსულ კანონს" - ევროპის დღის ღონისძიებაზე კობახიძის გამოსვლას შეძახილებით შეხვდნენ
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლას დარბაზიდან შეძახილები მოჰყვა.
ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლის დაწყება -"არა რუსულ კანონს" შეძახილების ფონზე მოუწია.
ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში იმართება. მას ესწრებიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და მოქალაქეები.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.