ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არა კრემლის დიქტატს! – “დაფიონის” ორგანიზებით დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

არა კრემლის დიქტატს! – “დაფიონის” ორგანიზებით დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

“არა კრემლის დიქტატს!” – ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ორგანიზებით, დღეს, 15 სექტემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი.
აქცია, გუშინ, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ დააანონსდა. ოლიგარქმა გორში, შუშის ბრონირებული აკვარიუმიდან განაცხადა, რომ საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის ომში და საქართველო დაესხა ოს ხალხს თავს.
“საზოგადოება დღეს კიდევ ერთხელ ეტყვის ივანიშვილს, რომ რუსეთი ოკუპანტია და რომ საქართველო არასდროს შეეგუება კრემლის დიქტატურას.”- აცხადებენ აქციის ორგანიზატოები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.