“არაფერში მჭირდებოდა, მარა მეთქი- რახან მოსული ვარ, ბარემ ნერვებს მოვუშლი” – რა ისტორიას იხსენებს ბექა ყორშია

ჟურნალისტი, ბექა ყორშია:
ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტიო და მე ამ ძველ ისტორიას გავიხსენებ.
რამდენიმე წლის წინ, არ მახსოვს, რაზე ვაკეთებდი სიუჟეტს. პარლამენტში ვიყავი მისული. ყაველაშვილი დავინახე, კაბინეტში შედიოდა. ამ სიუჟეტში ეგ არაფერში მჭირდებოდა, მარა მეთქი- რახან მოსული ვარ, ბარემ ნერვებს მოვუშლი. შევყევით ოთახში მე და ოპერატორი, მაგრად დაიბნა. სავარძელში ჩავჯექი და ვეუბნები – გამარჯობა, ეს არის “შუა დღე ბექა ყორშიასთან ერთად”. ჩვენ ამ გადაცემაში სტუმრად ვიწვევთ ღირსეულ, მამაც, იდეით აღვსილ, პატრიოტ, პროგრესულ, განათლებულ და ინტელექტუალ პოლიტიკოსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამ გადაცემაში ვერ მოხვდით და უნდა დაგემშვიდობოთ-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი.
იჯდა გაქვავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება