“ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო… კონსტიტუციის დარღევაა” – პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, რომელიც დღეს და ხვალ დაგეგმილ აქციებს უკავშირდება.
პრეზიდენტი განცხადების შინაარს მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევად აფასებს.
“ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო… ესეც კიდევ ერთ და მთავარ კონსტიტუციის პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!”, – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)