არაფერს ისე არ შეულახავს ქართველი კაცის თვალში ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევრობიუროკრატების და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში

არაფერს ისე არ შეულახავს ქართველი კაცის თვალში ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევრობიუროკრატების და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში
როგორც ვიცით, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა „ევრობარომეტრის“ კვლევა, სადაც ნათლად წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მნიშვნელოვნად შემცირდა. ე.წ. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ევრობიუროკრატები, ისრების მთავრობის მისამართით გადმოტანას ცდილობენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, „არაფერს ისე არ დაუზიანებია ევროკავშირის იმიჯი საქართველოში, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში, ევროკავშირის მიერ, ემანუელ მაკრონის პირით ნათქვამ უარს კანდიდატის სტატუსზე, იმ მიზეზით, რომ თითქოს, საქართველო სხვა გეოგრაფიულ არეალშია.“ ბერიძის თქმით, ქართველების თვალში ევროკავშირის იმიჯის შელახვა ევრობიუროკრატების და სხვადასხვა ევროპელი ლიდერის მიერ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირმა ჩარევამაც შელახა და ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები.
„არაფერს ისე არ შეულახავს ქართველი კაცის თვალში ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევრობიუროკრატების და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ბალტები ლიდერობდნენ. ჩვენ გვახსოვს მათი საჯარო განცხადებებიც და მათი გამოსვლებიც ოპოზიციურ მიტინგებზე რუსთაველის გამზირზე. აღარაფერს ვამბობ რამდენიმე ევროპელ ელჩზე, მათი შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდვია. ასე რომ, ჩემი აზრით, „ევრობარომეტრის“ კვლევა, სახელმძღვანელო უნდა იყოს პირველ რიგში, ევრობიუროკრატებისა და ევროკავშირისათვის, ე.წ. ოპოზიციისათვის და ენჯეო-სექტორისათვის, რომლებიც, პირდაპირ ავანგარდში იდგნენ და კარდაკარ დადიოდნენ ბრიუსელში, რაღა არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ასევე, მომავალი პოლიტიკოსებისათვის, რათა იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ ამ დონის გეოპოლიტიკური ტურბულენტობის დროს, რათა სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობა დაიცვან და განამტკიცონ.“ – აღნიშნა არჩილ ბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული