ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არაფერი გესაქმება საზეიმო სცენაზე – კობახიძე პრეზიდენტის შეთავაზებას პასუხობს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღევანდელი საზეიმო ღონისძიება იმ ხალხისაა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებდა.
“დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე.
შეგახსენებთ, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, დღეს 17 საათზე პრემიერმა სახალხო ღონისძიება დააანონსა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მზაობა გამოთქვა, “თუ ტრიბუნაზე მიიწვევენ” სიტყვითაც გამოვიდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.