არასამთავრობო ორგანიზაციები EU-ს წევრ ქვეყნებს საქართველოზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ
ასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიმართავს და საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
დღეს ისინი საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდნენ და წერილი გადასცეს, რომლის ადრესატიც საბერძნეთის მთავრობაა. კამპანიის ფარგლებში, მსგავსი შეხვედრები იგეგმება ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთანაც.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. თუმცა, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში, სრული თანხმობის პირობებში, უნდა მიიღოს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.