არქივი10 მაისი, 2026, 22:24
არარატ მირზოიანი: როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა, ჩვენ მას მივიღებთ

ახლა ჩვენ წინასაარჩევნო აგიტაციას ვატარებთ და ყველა განცხადებისა თუ დეტალის თვალყურის დევნას ვერ ვასწრებთ, თუმცა თქვენ მიერ ნახსენებ ეპიზოდთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვამბობდით: როდესაც დადგება მომენტი, რომ სომხეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის ჩვენ მას, ბუნებრივია, გავაკეთებთ“ - ასე უპასუხა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა Новости Армении - NEWS am-ის კითხვას, პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: "სომხეთის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სერიოზულ გადახედვას საჭიროებს... სომხეთმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩეს ევრაზიულ კავშირში თუ „ცივილიზებულად მოითხოვოს განქორწინება“ და ევროკავშირისკენ წავიდეს"
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.