ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წარმართული

არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წარმართული
არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წარმართული, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა საქართველოში ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ვიზიტს.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ველოდებით სტრატეგიულ დახმარებას და მეგობრობას და არა იმ, ბევრ შემთხვევაში ზღვარს გადასულ პროცესებს, რომლებიც პირდაპირ საქართველოში ხელისუფლების არასამართლებრივად, არაკანონიერად შეცვლისკენ არის მიმართული. დაელოდონ არჩევნებს. არა ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში და პეკინში, არამედ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილება. ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების და არა გაუარესების კუთხით წარმართული”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.