ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი: მაშინ მტერმა ვერ დაგვიპყრო და ტრაგედიაა, რომ რაც ჩვენი ძალით დავიცავით, ახლა ხელახლა გვაქვს მოსაპოვებელი

"2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენითა და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლითა და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ.
მე ტყვეობაში მამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩავაბარე.
მაშინ მტერმა ვერ დაგვიპყრო და ტრაგედიაა, რომ რაც ჩვენი ძალით დავიცავით, ახლა ხელახლა გვაქვს მოსაპოვებელი.
26 ოქტომბერს ჩვენ ხელმეორედ 1991 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვაქვს აღსადგენი," - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.