ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არავის მისვლია მეილი… სისტემატურად ვამოწმებთ… – წილოსანი სანქციებზე

“ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე, რომელიც ეხება “ოცნების” წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავებს, კერძო პირებს, ამბობს:
“ნამდვილად არ მეგულება, მათ შორის, არც ერთი ჩემი კოლეგა, ვისაც რაიმე მეილი მსგავსი მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად ვამოწმებთ და ვმუშაობთ მეილებით, ეს ერთ-ერთი ჩვენი სამუშაო წყაროა. […] შენთვის რომ იცოდე, არავის არ მისვლია ეს მეილი. ბევრი კოლეგა ჩემი ითხოვს, რომ იქნებ კონკრეტულად ვინმეს უთხრან”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.