არასერიოზულია, ღიმილისმომგვრელია… არავის ეშინია… – კალაძე სანქციებზე
“ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე აშშ-ის სანქციებზე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე და ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ… არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, ეს არის არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება და ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი, რაც ხდება… თქვენ შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული…. ღიმილისმომგვრელია უბრალოდ სანქციებზე საუბარი, გულწრფელად გეუბნებით”.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.